Saturday, February 28, 2015

ჩემი პროექტის "ტური მცხეთაში" პორტფოლიო 

მერვე დღე


  • გავაკეთე გაზეთის შაბლონი სპეციალური საჭიროების მოსწავლისათვის, რომელიც დაეხმარება მას პროექტზე მუშაობაში.
  • ვისწავლეთ ბლოგზე საქაღალდის ატვირთვა google drive-ში, გამოქვეყნება და ბმულის სახით ბლოგზე დადება. საქაღალდის გამოქვეყნება ხდება მხოლოდ დათვალიერების რეჟიმში
  • ვისწავლეთ ბლოგზე მთვლელის დაყენება. ამის საშუალებით ვნახავთ რამდენჯერ არის გახსნილი ბლოგი.
  • ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება. ამ გვერდებზე თემატურად განვათავსეთ მასალებს.
  • ვისწავლეთ ბლოგზე გამოკითხვის დაყენება. გავიგებ რამდენს მოსწონს ან არ მოსწონს ჩემი ბლოგი.


მეშვიდე დღე


  • დავასრულეთ მუშაობა სასწავლო პროცედურებზე.
  • პროექტის გეგმაში მოვნიშნე პროექტზე მუშაობისას საჭირო მასალა.
  • გავაკეთე გაზეთის შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. სამომავლოდ ეს დამეხმარება მოსწავლეების მიერ შექმნილი ელექტრონული გაზეთის შეფასებაში.
  • პროექტის გეგმაში შევიტანე დავალებები დიფერენცირებული სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს დამეხმარება უკეთ დავგეგმო პროექტზე მუშაობა ასეთი მოსწავლეებისთვის და მაქსიმალურად ჩავრთო ისინი პროექტზე მუშაობაში.

Sunday, February 22, 2015

მეექვსე დღე


  • დავიწყეთ სასწავლო პროცედურების წერა;
  • ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა gmail-driveზე და ბლოგზე. ეს მომავალში დამეხმარება ბლოგზე ავტვირთო სხვადასხვა პრეზენტაციები;
  • დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ვნახეთ ნიმუშები და შევქმენი ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - გაზეთი ზედაზნის მონასტრის შესახებ. მგონი ცუდი არ გამოვიდა :);
  • განვიხილეთ მოდული 4
დავალება
  • პროცედურების დაწერა
  • კომენტარები ატვირთულ პრეზენტაციაზე

Friday, February 20, 2015

მეხუთე დღე


  • განვიხილეთ მოდული 3: ინტერნეტკავშირები. ეს დამეხმარება პროექტზე მუშაობაში გამოვიყენო სხვადასხვა ინტერნეტკომუნიკაციის საშუალებები.
  • საავტორო უფლებების დაცვა.  მეტად მნიშვნელოვანია ავუხსნათ მოსწავლეებს, თუ რას ნიშნავს საავტორო უფლებები და როგორ უნდა დავიცვათ ის პროექტზე მუშაობისას და აგრეთვე სხვა შემხთვევებში.
  • ბიბლიოგრაფიის შედგენა. ძალიან მნიშვნელოვანია პროქტზე გამოყენებული მასალების მითითება, რათა არ დაირღვეს საავტორო უფლებები.
  •  ვიდეოს ჩასმა ბლოგში - მეტად საჭირო პროცედურა, რომელიც მეტ თვალსაჩინოებას შემატებს ბლოგს.
  • ინტერნეტ კავშირი ჩატ-ში - გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის პროცესში კოლეგებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის და აზრთა გაზიარებისთვის.
  • დავიწყეთ  პრეზენტაციის შექმნა ჩვენი პროქტის გეგმაზე - ეს  მეტად საჭირო პროდუქტია პროექტის გეგმის უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის .
  • პროექტის გეგმაში შევიტანეთ საბაზისო უნარჩვევები - ეს აუცილებელი პროცედურაა, რითაც  განვსაზღვრავ მოსწავლეთა საწყისი ცოდნას.
           დავალება
  • დავიწყოთ მუშაობა სასწავლო პროცედურებზე.

Saturday, February 14, 2015

მეოთხე დღე


  • ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტების ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავითვალისწინეთ შენიშვნები.
  • ვისწავლეთ ბლოგზე სათაურის შეცვლა;
  • ბლოგის დიზაინის შეცვლა;
  • ბლოგზე სურათის დადება;
  • პოსტზე სურათის დადება;
  • განვიხილეთ მე-2 მოდულის აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა
  • გავარჩიეთ შეფასებები http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/strategies.html
  • პროექტის გეგმაში შევიტანე შეფასების გეგმა

Friday, February 13, 2015

მესამე დღე


  • დავასრულეთ ბროშურაზე მუშაობა.
  • განვიხილეთ მეორე მოდული, გავეცანით თუ როგორ ხდება სასწავლო პროექტის თემის საფუძვლებზე მუშაობა;
  • გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, კერძოდ თემის საფუძვლებზე,  განვსაზღვრეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, ამისათვის გამოვიყენეთ http://ncp.ge/, რომელიც ძალიან დამეხმარა.
  • განვსაზღვრეთ პროქტის მიზნები და შედეგები, გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის სტანდარტები და განახლებული ბლუმის ტაქსონომია, გამოვიყენეთ ტერმინოლოგია, რომელიც ძალიან დაგვეხმარა.
  • განვიხილეთ მე-2 მოდულის  მე-2 აქტივობა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
  • brainstorming - თამაში თემაზე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე -  ძალიან ნაყოფიერი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების განსაზღვრისათვის.
დავალება
  • გავეცნოთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების ნიმუშებს;
  • პროექტის გეგმაში ჩავწეროთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.


Saturday, February 7, 2015

მეორე დღე


  • გავეცანით ტრენინგის მონაწილეთა პროექტების თემების დასახელებას.
  • გავაკეთეთ კომენტარები ბლოგში გამოქვეყნებული წინა დღის რეფლექსიებზე.
  • სახელმძღვანელოში გავეცანით აქტოვობა 3 - "პროექტის მოთხოვნის გაცნობა".
  • გავეცანით აქტივობა 4 - "პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე".
  • პუბლიკაციის - ბუკლეტის მომზადება მშობლისთვის.
  • დავაარქივეთ ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდე და ავტვირთეთ ჩვენს ფოსტაზე.
  • დავათვალიერეთ http://ict.tpdc.ge/
            დავალება
  • წავიკითხოთ პირველი მოდული.
  • ბუკლეტისთვის მოვამზადოთ ტექსტი
  • შევავსოთ პროექტის გეგმის შაბლონი.

ტრენინგის პირველი დღე


  • გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს, მოდულებს http://tpdc.ge/essentials/
  • დავათვალიერე სხვადასხვა დოკუმენტები.
  • დავათვალიერე რესურსები,  პროექტების გეგმები.
  • შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე.
  • შევქმენი ჩემი ბლოგი "ინტელის ტრენინგი" tintabagari.blogspot.com 
  • გავეცანი ეროვნული სასწავლო გეგმის საიტს ncp.ge
  • საშინაო დავალებად მოგვეცა პროექტის თემის შერჩევა.