- ტრენინგის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი პორტფოლიო.
- დავუსვით კითხვები ერთმანეთს.
- ძალიან მომეწონა ლიანა გიორგაძის, ელზა ოსიტაშვილის, ნონა ჯინჭარაძის, ნინო შოვნაძის ნამუშევრები. საინტერესო წარმოადგინეს თავიანთი პროექტები და პორტფოლიო.
Saturday, March 7, 2015
მეცხრე დღე
Saturday, February 28, 2015
მერვე დღე
- გავაკეთე გაზეთის შაბლონი სპეციალური საჭიროების მოსწავლისათვის, რომელიც დაეხმარება მას პროექტზე მუშაობაში.
- ვისწავლეთ ბლოგზე საქაღალდის ატვირთვა google drive-ში, გამოქვეყნება და ბმულის სახით ბლოგზე დადება. საქაღალდის გამოქვეყნება ხდება მხოლოდ დათვალიერების რეჟიმში
- ვისწავლეთ ბლოგზე მთვლელის დაყენება. ამის საშუალებით ვნახავთ რამდენჯერ არის გახსნილი ბლოგი.
- ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება. ამ გვერდებზე თემატურად განვათავსეთ მასალებს.
- ვისწავლეთ ბლოგზე გამოკითხვის დაყენება. გავიგებ რამდენს მოსწონს ან არ მოსწონს ჩემი ბლოგი.
მეშვიდე დღე
- დავასრულეთ მუშაობა სასწავლო პროცედურებზე.
- პროექტის გეგმაში მოვნიშნე პროექტზე მუშაობისას საჭირო მასალა.
- გავაკეთე გაზეთის შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. სამომავლოდ ეს დამეხმარება მოსწავლეების მიერ შექმნილი ელექტრონული გაზეთის შეფასებაში.
- პროექტის გეგმაში შევიტანე დავალებები დიფერენცირებული სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს დამეხმარება უკეთ დავგეგმო პროექტზე მუშაობა ასეთი მოსწავლეებისთვის და მაქსიმალურად ჩავრთო ისინი პროექტზე მუშაობაში.
Monday, February 23, 2015
Sunday, February 22, 2015
მეექვსე დღე
- დავიწყეთ სასწავლო პროცედურების წერა;
- ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა gmail-driveზე და ბლოგზე. ეს მომავალში დამეხმარება ბლოგზე ავტვირთო სხვადასხვა პრეზენტაციები;
- დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ვნახეთ ნიმუშები და შევქმენი ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი - გაზეთი ზედაზნის მონასტრის შესახებ. მგონი ცუდი არ გამოვიდა :);
- განვიხილეთ მოდული 4
დავალება
- პროცედურების დაწერა
- კომენტარები ატვირთულ პრეზენტაციაზე
Saturday, February 21, 2015
Friday, February 20, 2015
მეხუთე დღე
- განვიხილეთ მოდული 3: ინტერნეტკავშირები. ეს დამეხმარება პროექტზე მუშაობაში გამოვიყენო სხვადასხვა ინტერნეტკომუნიკაციის საშუალებები.
- საავტორო უფლებების დაცვა. მეტად მნიშვნელოვანია ავუხსნათ მოსწავლეებს, თუ რას ნიშნავს საავტორო უფლებები და როგორ უნდა დავიცვათ ის პროექტზე მუშაობისას და აგრეთვე სხვა შემხთვევებში.
- ბიბლიოგრაფიის შედგენა. ძალიან მნიშვნელოვანია პროქტზე გამოყენებული მასალების მითითება, რათა არ დაირღვეს საავტორო უფლებები.
- ვიდეოს ჩასმა ბლოგში - მეტად საჭირო პროცედურა, რომელიც მეტ თვალსაჩინოებას შემატებს ბლოგს.
- ინტერნეტ კავშირი ჩატ-ში - გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის პროცესში კოლეგებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის და აზრთა გაზიარებისთვის.
- დავიწყეთ პრეზენტაციის შექმნა ჩვენი პროქტის გეგმაზე - ეს მეტად საჭირო პროდუქტია პროექტის გეგმის უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის .
- პროექტის გეგმაში შევიტანეთ საბაზისო უნარჩვევები - ეს აუცილებელი პროცედურაა, რითაც განვსაზღვრავ მოსწავლეთა საწყისი ცოდნას.
დავალება
- დავიწყოთ მუშაობა სასწავლო პროცედურებზე.
Saturday, February 14, 2015
მეოთხე დღე
- ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტების ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავითვალისწინეთ შენიშვნები.
- ვისწავლეთ ბლოგზე სათაურის შეცვლა;
- ბლოგის დიზაინის შეცვლა;
- ბლოგზე სურათის დადება;
- პოსტზე სურათის დადება;
- განვიხილეთ მე-2 მოდულის აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა
- გავარჩიეთ შეფასებები http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/strategies.html
- პროექტის გეგმაში შევიტანე შეფასების გეგმა
Friday, February 13, 2015
მესამე დღე
- დავასრულეთ ბროშურაზე მუშაობა.
- განვიხილეთ მეორე მოდული, გავეცანით თუ როგორ ხდება სასწავლო პროექტის თემის საფუძვლებზე მუშაობა;
- გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, კერძოდ თემის საფუძვლებზე, განვსაზღვრეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, ამისათვის გამოვიყენეთ http://ncp.ge/, რომელიც ძალიან დამეხმარა.
- განვსაზღვრეთ პროქტის მიზნები და შედეგები, გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის სტანდარტები და განახლებული ბლუმის ტაქსონომია, გამოვიყენეთ ტერმინოლოგია, რომელიც ძალიან დაგვეხმარა.
- განვიხილეთ მე-2 მოდულის მე-2 აქტივობა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
- brainstorming - თამაში თემაზე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე - ძალიან ნაყოფიერი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების განსაზღვრისათვის.
დავალება
- გავეცნოთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების ნიმუშებს;
- პროექტის გეგმაში ჩავწეროთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
Saturday, February 7, 2015
მეორე დღე
- გავეცანით ტრენინგის მონაწილეთა პროექტების თემების დასახელებას.
- გავაკეთეთ კომენტარები ბლოგში გამოქვეყნებული წინა დღის რეფლექსიებზე.
- სახელმძღვანელოში გავეცანით აქტოვობა 3 - "პროექტის მოთხოვნის გაცნობა".
- გავეცანით აქტივობა 4 - "პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე".
- პუბლიკაციის - ბუკლეტის მომზადება მშობლისთვის.
- დავაარქივეთ ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდე და ავტვირთეთ ჩვენს ფოსტაზე.
- დავათვალიერეთ http://ict.tpdc.ge/
დავალება
- წავიკითხოთ პირველი მოდული.
- ბუკლეტისთვის მოვამზადოთ ტექსტი
- შევავსოთ პროექტის გეგმის შაბლონი.
ტრენინგის პირველი დღე
- გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს, მოდულებს http://tpdc.ge/essentials/
- დავათვალიერე სხვადასხვა დოკუმენტები.
- დავათვალიერე რესურსები, პროექტების გეგმები.
- შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე.
- შევქმენი ჩემი ბლოგი "ინტელის ტრენინგი" tintabagari.blogspot.com
- გავეცანი ეროვნული სასწავლო გეგმის საიტს ncp.ge
- საშინაო დავალებად მოგვეცა პროექტის თემის შერჩევა.
Subscribe to:
Posts (Atom)